|
2026-07-10 12:02:49, 3400 ნახვა
ეკონომიკა
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის სფეროში თანამშრომლობას. დოკუმენტი გამოქვეყნდა სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებსაიტზე. ხელშეკრულება, რომელსაც მხარეებმა 18 მაისს ბაქოში მოაწერეს ხელი, 20 წლის განმავლობაში მოქმედებს და არეგულირებს აზერბაიჯანული ელექტროენერგიის ექსპორტისა და საქართველოს გავლით მისი ტრანსპორტირების პირობებს. ბრძანებულების თანახმად, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფა, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ქართული მხარისთვის დოკუმენტის ძალაში შესვლისთვის ყველა საჭირო შიდა პროცედურის დასრულების შესახებ ინფორმირება. შეთანხმება მაისში გამართული აზერბაიჯან-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ერთ-ერთი შედეგი იყო. ამავდროულად, ბაქო და თბილისმა შეთანხმდნენ, რომ კიდევ ორი ათწლეულით გააგრძელონ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ 2003 წლიდან მოქმედი შეთანხმება. ახალი შეთანხმება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო განავითარებს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკულ თანამშრომლობას და გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას, როგორც სატრანზიტო პუნქტს რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებში. კერძოდ, დოკუმენტი განიხილება შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტის განხორციელებისთვის მზადების ნაწილად, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და ევროკავშირის ენერგოსისტემების დასაკავშირებლადაა განკუთვნილი.
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
პროკურატურა - ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



