13:45 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-08 11:25:37, 5626 ნახვა

სხვადასხვა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა

უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზიამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისი საინფორმაციო გამოშვება დროებით შეჩერდა, რადგან მთავრობა საზოგადოებრივი მედიის რეფორმირებას ახორციელებს, რათა ის „დამოუკიდებელი და სანდო“ გახდეს.

სახელმწიფო ტელევიზიის მთავარმა არხმა M1 განცხადება შავ ეკრანზე განათავსა, რომელზეც წარწერა იყო: „საზოგადოებრივ მედიას არ შეუძლია ტყუილის თქმა. მიუხედავად ამისა, ბოდიშს ვიხდით, რომ ამას მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით“.

სამშაბათს, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს რედაქტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. Reuters-მა დაუყოვნებლივ ვერ გადაამოწმა ინფორმაცია.

ეს ნაბიჯები შეესაბამება პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის საარჩევნო დაპირებას, რომ რეფორმირებას გაუწევდა სახელმწიფო მედიას და შეწყვეტდა იმას, რასაც მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დროს „პროპაგანდას“.

„საზოგადოებრივი მედია ამჟამად რეფორმირდება, რათა მომავალში დამოუკიდებელი და სანდო იყოს. საინფორმაციო გამოშვება დროებით შეჩერებულია. გთხოვთ, დარჩით ჩვენთან!“ - ნათქვამია M1-ის განცხადებაში.

მადიარმა, რომლის პარტიამაც აპრილის არჩევნებში ორბანის ნაციონალისტური პარტია „ფიდესი“ 16 წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ დაამარცხა, ორბანის ძალაუფლების ძირითადი ბასტიონების, მათ შორის სახელმწიფო მედიის, გადახედვა დაიწყო. მან განაცხადა, რომ აღადგენს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებს და გაანადგურებს კორუფციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics