|
2026-07-08 10:54:44, 1649 ნახვა
ეკონომიკა
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ლიბერთი, სოციალური ბარათის მომხმარებლებისთვის ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ ერთ პარტნიორულ შეთავაზებას აანონსებს. დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლები „ევექსი ლაბის“ ლაბორატორიულ კვლევებზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზებით სარგებლობა მარტივია — მომხმარებელმა მომსახურების საფასური ლიბერთის ტერმინალზე, ლიბერთის სოციალური ბარათით უნდა განახორციელოს. ახალი შეთავაზება „ევექსის“ მიერ წარმოდგენილ თანამედროვე ლაბორატორიების ქსელს – „ევექსი ლაბს“ უკავშირდება, რომელიც ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ბრენდის კონცეფცია – „უფრო ახლოს“ – ეფუძნება იდეას, რომ ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურება ადამიანებისთვის იყოს უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული. “ევექსი ლაბის” პირველი ხუთი ლაბორატორია უკვე ფუნქციონირებს თბილისის სხვადასხვა უბანში, ხოლო წლის ბოლომდე კომპანია კიდევ 15 ფილიალის გახსნას გეგმავს. განვითარების შემდეგ ეტაპზე კი „ევექსი ლაბის“ ქსელი ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს. ლიბერთი პარტნიორებთან თანამშრომლობით აგრძელებს ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც სოციალური ბარათის მომხმარებლებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
“ევექსი ლაბის“ შესახებ “ევექსი ლაბი” თანამედროვე ლაბორატორიების ქსელს აერთიანებს და მიზნად ისახავს ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რათა ხარისხიანი სერვისი ადამიანებისთვის უფრო ახლოს, მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს.
ლიბერთი ბანკის შესახებ 2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა. ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)