05:21 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-06 16:15:58, 2033 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა

მაშინ, როდესაც რაიმე გემრიელი, სწრაფი და დაბალანსებული გვინდა, არჩევანი ძალიან მარტივდება. საბვეი სწრაფი კვების განსაკუთრებული გამოცდილებაა, სადაც ყოველი სენდვიჩი შენი გემოვნებით, ადგილობრივი და ცოცხალი ინგრედიენტებით იქმნება. რაც მთავარია, საბვეი არასდროს ღალატობს მთავარ პრინციპს - ყოველდღე რაღაც მსუბუქი, ხარისხიანი და გემრიელი.

ვისოლ ჯგუფმა საბვეის პირველი რესტორანი 2023 წლის სექტემბერში გახსნა. 1965 წელს ამერიკაში დაწყებულ ისტორიას დღეს საქართველოში, უკვე 26 ფილიალში აგრძელებს და ცხადია, ქსელის განვითარება გრძელდება, წლის ბოლომდე საბვეის 30-ზე მეტი რესტორანი იქნება ხელმისაწვდომი საქართველოს მასშტაბით.

მსგავსი მასშტაბური და სწრაფი პროგრესი საიმედო ფინანსური პარტნიორის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა და ამ გზაზე საბვეის გვერდით არის ბაზისბანკი, რომელიც აფასებს თანამედროვე მიდგომებს, სტაბილურობას და მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე. ბაზისბანკთან პარტნიორობით იხსნება ახალი ფილიალები, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, უნიკალური გემოები და გემოს კომბინაციები.

საბვეის და ბაზისბანკის პარტნიორობა ხელს შეუწყობს საბვეის, როგორც სწრაფი და ჯანსაღი კვების ერთ-ერთი წამყვანი არჩევანის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.

ბაზისბანკის და საბვეის პარტნიორობის ვიდეო ისტორია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics