|
2026-07-01 12:38:58, 2564 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
ჩვენი რეგიონის ლიდერები, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს ვგულისხმობ, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე ერთად ჩავლენ და ერთად დაესწრებიან, ამაში ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ის ნეიტრალური პოზიციაა მნიშვნელოვანი, რომელიც საქართველოს, მათ შორის, ამერიკა-ირანის კონფლიქტის განმავლობაში ეჭირა. „ირანის ხელისუფლებასთან ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ის ნეიტრალური პოზიციაა მნიშვნელოვანი, რომელიც საქართველოს ამერიკა-ირანის კონფლიქტის განმავლობაში ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეგიონის ლიდერები, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს ვგულისხმობ, ამ ცერემონიაზე ერთად ჩავლენ და ერთად დაესწრებიან. ამაში ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. მათივე ცნობით, ცერემონიას რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)