|
2026-06-30 11:43:40, 2636 ნახვა
პოლიტიკა
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო არსებითი განხილვა – საქართველოს მთავრობას გაეგზავნა კითხვები ორგანიზაციის, მისი დირექტორის, ექვსი ადვოკატისა და სამი ბენეფიციარის საჩივართან დაკავშირებით. ორგანიზაციის ცნობით, საჩივარი უკავშირდება 2025 წლის ზაფხულში ორგანიზაციის მიმართ განხორციელებულ მონიტორინგის პროცესს „გრანტების შესახებ“ კანონისა და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (ე.წ. FARA) საფუძველზე. „საჩივარში განმცხადებლები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არაერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევაზე, მათ შორის, კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 მუხლის (გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება), მე-13 მუხლის (ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება), მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის ფარგლების მიზნობრივი გამოყენება) დარღვევაზე“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლოს კითხვები მთავრობასთან შემდეგია:
„სასამართლომ საჩივარს მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ ამ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე. ევროპულმა სასამართლომ ჩვენი საჩივარი სხვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მსგავს სარჩელებთან გააერთიანა და მათ ერთობლივად განიხილავს“, – წერს ორგანიაცია.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)