|
2026-06-26 15:05:05, 4070 ნახვა
პოლიტიკა
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
ფორმულას წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭოს ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ განგაშის სიგნალი ჩართო. ეს მოჰყვა საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია ფორმულას მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით. პროკურატურის თანახმად, გამოძიებას საფუძვლად დაედო გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადება. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ უკვე გამოიკითხა გოგა ხაინდრავა და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილიც დაიბარა. ის გამოკითხვაზე ორშაბათს, 16:00 საათზეა დაბარებული. დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე მისვლას აპირებს. შაბათის ფორმულას წყაროზე დაყრდნობით მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, "2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისთტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა". სიუჟეტის გასვლის შემდეგ, გოგა ხაინდრავამ სასამართლოს მიმართა და ამჟამად, მას ფორმულასთან სამოქალაქო დავა აქვს. ის დავობს, რომ ტელეკომპანია მასზე ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს. გოგა ხაინდრავა პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. საქმეზე 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა, რომელზეც ფორმულამ 120-გვერდიანი მტკიცებულებები წარადგინა, რის გამოც, მოსამზადებელი სხდომა 1-ელ ივლისამდე გადაიდო.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)