|
2026-06-25 16:54:36, 2712 ნახვა
პოლიტიკა
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მაუწყებლის „ფორმულას“ წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება. 17 ივნისს პროკურატურამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მიმართ დაიწყო გამოძიება „დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინების“ ბრალდებით. ფორმულას იურისტმა, ეთერ ქათამაძემ, CPJ-ს განუცხადა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც მედია-საშუალება სწორედ ამ მუხლით იძიება. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმა, საზოგადოებრივი სამუშაო ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა განაცხადა: „მედიასაშუალების გამოძიება იმის გამო, რომ მან საინფორმაციო სიუჟეტში თითქოს ცრუ ინფორმაცია გაავრცელა დანაშაულის შესახებ, ძალიან შემაშფოთებელ პრეცედენტს ქმნის და აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრესაზე ზეწოლის ახალ გზებს ეძებს. ხელისუფლებამ ფორმულასა და სხვა დამოუკიდებელ მედიას უნდა მისცეს შესაძლებლობა, იმუშაონ დაშინებისა და სამართლებრივი შევიწროების გარეშე.“ საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ფორმულას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ცნობილი კინორეჟისორის, გოგა ხაინდრავას საჩივრის საფუძველზე. მედიაში მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მხარდამჭერს. ფორმულას თანამშრომლებმა CPJ-ს უთხრეს, რომ პროკურატურისგან დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ, თუმცა ფიქრობენ, რომ გამოძიება უკავშირდება 2026 წლის იანვარში გასულ გადაცემას, რომელიც ხაინდრავას ეხებოდა. რეჟისორმა წელს ფორმულას წინააღმდეგ ასევე შეიტანა სამოქალაქო სარჩელი ცილისწამების საქმეზე ამ და კიდევ ერთი სატელევიზიო სიუჟეტის გამო. საქმე სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ეთერ ქათამაძის თქმით, ეს გამოძიება „იურიდიული უაზრობაა“. მისი განმარტებით, ფორმულა მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობით „დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინების“ მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევებზე ვრცელდება, როდესაც პირი შეგნებულად აწვდის ხელისუფლებას ცრუ საჩივარს. CPJ-მ კომენტარისთვის მიმართა საქართველოს პროკურატურას და ასევე დაუკავშირდა ხაინდრავას, თუმცა პასუხი არ მიუღია.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)