|
2026-06-25 12:50:14, 1451 ნახვა
პოლიტიკა
პენიტენციურის უფროსი: პროცესი, რაც მიმდინარეობს, უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება
„ეს პროცესი, რაც ზოგადად, ელენე ხოშტარიასთან მიმართებით მიმდინარეობს, მართლა უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ, მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა. საბედნიეროდ, ლაბორატორიული კვლევების პასუხი არის უარყოფითი კონკრეტულად იმ დაავადებასთან მიმართებით, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი. მსჯავრდებულთან დაწესებულებაში პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ ყოფილა. მოთხოვნილი იყო სავალდებულო, მინიმალური სახის დოკუმენტაცია, ეს მართლაც ღიმილის მომგვრელია, ეს იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი და ასევე, შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც მერწმუნეთ, ნებისმიერ ექიმს უნდა ჰქონდეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და შესაბამისი ექიმის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ ეს ექიმი არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი და სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხდება დაშვება. მას ის დაავადება არ სჭირდა, რომელზეც მისი მხარე აპელირებს. ექიმი დაწესებულებაში არ მოსულა. მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ჩვენთან, ნომერ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში არ მოსულა. ხაზს ვუსვამ, მისი მოთხოვნისამებრ განხორციელდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და თან არაერთგზის", - ამბობს ის.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)