|
2026-06-24 22:32:43, 5642 ნახვა
პოლიტიკა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
პარტია დროას ცნობით, პენიტენციურმა სამსახურმა ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი ციხეში არ შეუშვა და დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა. ხოშტარიას ადვოკატის თქმით კი, განაცხადი სწორედ იმ ფორმით შეიტანეს, რა ფორმითაც პენიტენციურმა სამსახურმა ითხოვა. პარტიის შეფასებით, "ეს არის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე კიდევ ერთი დარტყმა", ასევე, "პროცესის აბსოლუტურად შეგნებული დაზიანება და გაჭიანურება". "გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატი შოთა თუთბერიძე და მისი ნდობით აღჭურვილი ექიმი, ანი ქავთარაძე შეხვდნენ მეხუთე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს და მთავარს ექიმს. მათგან მიიღეს პირობა, რომ ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მას მოინახულებდა დღეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიტანეს განცხადება მითითების შესაბამისად, დღეს, დღის მეორე ნახევარში, მივიღეთ პასუხი, რომ რაღაც დამატებითი დოკუმენტაცია არის საჭირო კიდევ იმისთვის, რომ ელენე ხოშტარია მოინახულოს მკურნალმა ექიმმა... ... ეს არის იმ მიდგომის გაგრძელება, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში იყენებს პენიტენციური დაწესებულება და რეჟიმი ელენე ხოშტარიას მიმართ, რომ არაფრად აგდებენ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, მათთვის სულ ერთია ელენეს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობვა და კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ მათ დაარღვეს თავიანთივე გაცემული პირობა მკურნალი ექიმის დაწესებულებაში დაშვების შესახებ. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს, ეს არის აბსოლუტურად რუსული მიდგომა, რომ ისინი მიცემულ პირობებს არღვებენ, უარს აცხადებენ მკურნალი ექიმის შეშვებაზე დაწესებულენაში, რაც არის ერთადერთი გზა, რომ ექიმმა გასინჯოს პაციენტი, დადგინდეს დიაგნოზი და დაიწყოს მკურნალობა, რომელიც არ იქნება ფრაგმენტული, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული და სისტემური. ელენეს აქვს უმძიმესი ქრონიზებული ტკივილი, ეს უთანაბრდება წამებას ციხის პირობებში და ეს წამება გრძელდება, იმის მიუხედავად, რომ დღეს ელენე უნდა მოენახულებინა საკუთარ მკურნალ ექიმს" - თქვა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)