|
2026-06-17 10:33:35, 2349 ნახვა
მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მიესალმნენ აშშ-ირანის შეთანხმების გამოცხადებას, როგორც გარღვევას და ისტორიულ შესაძლებლობას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან ასაცილებლად. ეს ნათქვამია საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები აღიარებენ „ახლო აღმოსავლეთში არსებულ გარღვევასა და შესაძლებლობას“. „ჩვენ მივესალმებით შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების გამოცხადებას, რომელიც მიღწეულია პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობისა და ხელშემწყობი ქვეყნების მხარდაჭერის წყალობით და რომელიც ისტორიულ შესაძლებლობას იძლევა ირანისთვის ნებისმიერი ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან ასაცილებლად და რეგიონში და ბალისტიკური რაკეტების სფეროში მისი აქტივობებით გამოწვეული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად“, - ნათქვამია კომუნიკეში. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ამ შეთანხმების მხარდაჭერას და მზადყოფნას, ხელი შეუწყონ მის განხორციელებას. მათ ხაზი გაუსვეს, რომ საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით მრავალეროვნულ, დამოუკიდებელ და თავდაცვაზე ორიენტირებულ ინიციატივას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნავიგაციის აღდგენის ხელშეწყობაში. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მდგრადი და ყოვლისმომცველი დიპლომატიური შეთანხმების დადებას, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმს ეფუძნება და რომელსაც შეუძლია რეგიონში ყველასთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ მიზნით მოლაპარაკებების აუცილებლობას, რათა გავუმკლავდეთ ირანის მიერ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ წარმოქმნილ საფრთხეებს და უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი“, - ნათქვამია კომუნიკეში. შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინას და გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე ევროპელი მოკავშირეების დახმარების სანაცვლოდ ჰორმუზის სრუტის გაწმენდის საკითხში. დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში ტრამპმა აღიარა, რომ არ გააგრძელებდა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე გათავისუფლებას, რომლებიც ირანში ომის შედეგად გლობალური ფასების ზრდის საპასუხოდ იქნა დაწესებული.
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)