|
2026-06-16 15:50:09, 4170 ნახვა
მსოფლიო
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
"დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. "ყოველთვის მნიშვნელოვანია პოზიციების კოორდინირება" – დაწერა ზელენსკიმ X-ზე და შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა. გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, შეხვედრა, რომელიც ზელენსკისა და ტრამპს შორის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველია, დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. ზელენსკის თქმით, G7-ის პარტნიორებმა საჰაერო თავდაცვის კუთხით უკრაინის დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს და დაამატა, რომ ჯგუფის ყველა წევრი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაზე იმუშავებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ საკითხი პირდაპირ ტრამპთანაც წამოაყენა და გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიების მოპოვებას შეძლებს. "ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა. მე [ზელენსკის] დღეს გვიან შევხვდები." – განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს და დაამატა, რომ რუსეთმა "შეთანხმება უნდა დადოს". უკრაინული მედიის მიხედვით, ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს G7-ის სესიის შემდეგაც შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)