|
2026-06-16 13:23:35, 1710 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ 70 ახალი სანქცია დააწესა, რომელთა სამიზნე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები, სამხედრო შესყიდვებისა და უკანონო ფინანსური ქსელებია, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით გამოიყენება. სანქციების სიაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20-ზე მეტი ნავთობტანკერი მოხვდა. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც რუსეთის მიერ ნავთობის უკანონო ვაჭრობას ხელს უწყობენ. „ეს სანქციები მიმართულია იმ გემების, თანხებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო ეკონომიკას და შესაბამისად, საფრთხეს უქმნიან ევროპის უსაფრთხოებას“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა. ახალი სანქციები შეეხო რუსეთის სამხედრო დაზვერვის ქსელს, კერძოდ კომპანია LLC Neptune Co Ltd-ს (Neptune). დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, Neptune რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის დასავლური ტექნოლოგიების ფარულად შეძენაშია ჩართული. ასევე, სანქციები გავრცელდა მესამე ქვეყნების კომპანიებზე, რომლებიც რუსეთს შეიარაღებას აწვდიან, კერძოდ კომპანიებზე ჩინეთიდან, ტაილანდიდან და თურქეთიდან.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)