|
2016-04-04 11:01:36, 416 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ნატოს წევრობა ჩვენი მთავარი ამოცანაა და ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს
„ჩვენ ვარშავის სამიტზე მაპ-ს არ ვითხოვთ, თუმცა არ უნდა ველოდოთ და არ ვითხოვთ, ეს სხვადასხვა ამბავია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მისი როგორც თავდაცვის მინისტრის მთავარი ამოცანაა ვარშავის სამიტისგან წამოიღოს ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გაზრდის. „ვარშავის სამიტზე ჩვენ მაპ-ს არ ვითხოვთ იმიტომ რომ ჩვენ გასული წლის დეკემბრის მინისტერიალზე გაცილებით უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგით ნატოსკენ. ნატოს წევრობა ჩვენი მთავარი ამოცანაა და ჩვენ ამ გზაზე სიარულს ვაგრძელებთ. ნატოს წევრობა ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაგრამ სანამ ეს ამოცანა იქნება შესრულებული მანამდე ნომერ პირველი ამოცანა თავდაცვის უნარიანობის ამაღლება უნდა გახდეს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. კითხვაზე, ვინ იქნება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარშავის სამიტის დროს, ხიდაშელმა ასე უპასუხა: „ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. მე მგონი ყველამ მოისმინეთ ამ თემაზე განცხადებები. ამ წუთის მდგომარეობით საქართველოს თავდაცვის მინისტრი არის ადამიანი, რომელსაც თქვენ ესაუბრებით“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)