|
2026-05-05 12:00:43, 2757 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
დღეს ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომლის ციტირებასაც Anadolu ავრცელებს. სახელმწიფოს მეთაურმა გააფრთხილა ევროკავშირი ისეთი ქმედებებისა და რიტორიკის წინააღმდეგ, რამაც შეიძლება შეარყიოს ანკარის „კონსტრუქციული პოზიცია“. მან განაცხადა, რომ „თურქეთი აღარ არის ის, რაც ადრე იყო და მსოფლიო არ შემოიფარგლება მხოლოდ დასავლეთის სახელმწიფოების გავლენის სფეროთი“. ერდოღანმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს, აღიაროს, რომ თურქეთის, როგორც სრულუფლებიანი წევრის, გარეშე, ის ვერ იქნება გლობალური მოთამაშე ან სიმძიმის ცენტრი. მან ბრიუსელის პოზიციას ანკარასთან დაკავშირებით „მოკლეხედა“ უწოდა. ერდოღანი თვლის, რომ ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა და ეს დამოკიდებულება მხოლოდ გაიზრდება. თურქეთმა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან (მაშინდელი ევროპის ეკონომიკური საზოგადოება) 1963 წელს მოაწერა ხელი და ოფიციალურად წევრობაზე განაცხადი 1987 წელს შეიტანა. რესპუბლიკის თანამეგობრობაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ 2005 წელს დაიწყო და პოლიტიკური უთანხმოების გამო არაერთხელ შეჩერდა.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)