|
2026-04-30 14:08:28, 3345 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბორატორიად დაასახელა. ყოველწლიური დაჯილდოება Innovators Awards 2026 ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიური იდეების, პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარების კუთხით გამორჩეულ ორგანიზაციებს აჯილდოებს. Global Finance-ის დამფუძნებლისა და სარედაქციო დირექტორის, ჯოზეფ ჯიარაპუტოს განცხადებით, ფინანსური ინოვაციების ლაბები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოცდაში, ბიზნესმოდელების ტესტირებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების დაჩქარებულ განვითარებაში. Innovators Awards 2026 მეცამეტედ გაიმართა, გამარჯვებულები კი ჟურნალის სარედაქციო საბჭომ დარგის ექსპერტ ჟურნალისტებთან ერთად გამოავლინა. „საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი რეალურ ღირებულებას მაშინ ქმნის, როდესაც ის ადგილობრივ საჭიროებებს პასუხობს. სწორედ ამიტომ შევქმენით საკუთარი AI კვლევითი ლაბორატორია, სადაც ვავითარებთ ქართულ ენასა და ჩვენს მომხმარებლებზე მორგებულ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა ქართულენოვანი ჩეტბოტი, და ქართულენოვანი მეტყველების ამოცნობა და სინთეზირება. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ უფრო სწრაფები, დამოუკიდებლები და მომხმარებლებს შევთავაზოთ უკეთესი გამოცდილება, ხოლო ბიზნესს - უფრო ეფექტიანი პროცესები. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი AI კვლევითი ლაბორატორიის გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა პროფესიონალიზმის დამსახურებით, საქართველოს ბანკის ინოვაციურმა ეკოსისტემამ საერთაშორისო აღიარება მიიღო”, - განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიხეილ ნადარეიშვილმა. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ ისეთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები და ბანკები, როგორებიცაა Citi, Mastercard, Goldman Sachs და სხვები.
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)