|
2026-04-24 11:31:36, 2887 ნახვა
ეკონომიკა
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი (2025) მიძღვნილმა კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ მსოფლიოს პრესტიჟულ შემოქმედებით დაჯილდოვებზე CLIO Awards 2 ჯილდო მოიპოვა: ვერცხლი - Film Direction -და ბრინჯაო - Creative Disruption. Clio Awards 1959 წელს დაარსდა, რათა მთელ მსოფლიოში შემოქმედებით სფეროში მიღწეული წარმატებები აღენიშნათ. 60 წელია Clio Awards, ან უბრალოდ Clios, არის ყოველწლიური ჯილდო რეკლამაში, რომელიც აღიარებს შემოქმედებით სრულყოფილებასა და ინოვაციურობას კომუნიკაციასა და დიზაინში. ნომინანტებს აფასებენ მთელი მსოფლიოდან მოწვეული რეკლამის პროფესიონალები. კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ არაერთ საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალზე დაიმსახურა აღიარება: „Ad Black Sea 2025“ - ფესტივალი გრან პრისთან ერთად, 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა. ADCE Grand Prix 2025-ის დაჯილდოვებაზე ბარსელონაში გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა; 2 ოქრო, 2 ვერცხლი და ADCE-ის ევროპელი ვარსკვლავი იოჰანეს ნოიერკლა გადაეცა. „ევროპელი ვარსკვლავი იოჰანეს ნოიერკლა“ გადაეცემა იდეებს, რომლებიც ასახავენ ევროპულ ღირებულებებს, სამართლიანობას და მშვიდობის ხელშეწყობას. Clio Awards სარეკლამო ინდუსტრიაში ფართოდ არის ცნობილი და ხშირად მოიხსენიებენ, როგორც რეკლამის „ოსკარს“ (“the Oscars of advertising”). სარეკლამო სამყაროს გარდა, დაჯილდოვება ფართოდ აღიარებულია ჰოლივუდშიც, Clio-ს ქანდაკება არა მხოლოდ აღიარებულია, მნიშვნელოვან და სასურველ ემბლემას წარმოადგენს.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)