|
2026-04-15 19:34:22, 6363 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ განახლებული ფორმატით დაბრუნდა და პროექტის ფარგლებში 17, 18 და 19 აპრილს რიგით მეორე ღონისძიება გაიმართება. ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბანკთან და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით ხორციელდება. ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში — პარასკევიდან კვირის ჩათვლით — სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ. 17, 18 და 19 აპრილს გამოფენა-გაყიდვაზე 30-მდე მეწარმე ქალის მიერ შექმნილი პროდუქცია - საკვები პროდუქტები , ხელნაკეთი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები იქნება წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვა 12:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება. „საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომელთა მიზანი მეწარმე ქალების საქმიანობის გაფართოებაა. მოხარული ვართ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ბაზარი ორბელიანთან თანამშრომლობით, იქმნება რეალური სივრცე, სადაც მეწარმეებს შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გააცნონ, გაყიდვები გაზარდონ და საქმიანობა ახალ საფეხურზე გადაიყვანონ“, - აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბაზარი ორბელიანის მისამართია: თბილისი, ვეკუას ქუჩა, 3ა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)