|
2026-04-08 17:05:42, 9936 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია აგროტექნო ბიზნესის განვითარებას აგრძელებს და ქართულ ბაზარზე ტრაქტორების ახალი ბრენდი Weitai შემოიყვანა. კომპანიის მიზანია, ქართველ ფერმერებს მათ საჭიროებებზე მორგებული, მძლავრი, სანდო და კომფორტული ტექნიკა ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს. ახალი ბრენდი Weitai ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, რომელსაც ტრაქტორების წარმოებაში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და პროდუქციის ექსპორტს ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და შუა აზიაში ახორციელებს. აგროტექნო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც 2012 წელს დაარსდა. კომპანია საქართველოში ყველაზე გაყიდვადი ტრაქტორების ბრენდებს - YTO-ს, Solis-სა და ახლა უკვე Weitai-ს წარმოადგენს. „ბრენდის შერჩევას წინ უძღოდა ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების დეტალური კვლევა და ანალიზი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ტექნიკა ქართული აგრო სექტორის რეალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფილიყო, როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ისე ფასისა და სერვისის მხრივ. სწორედ ამ კრიტერიუმებს პასუხობს Weitai. კომპანიასთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შევქმენით ახალი კონფიგურაცია, რათა მომხმარებლებს არ მოუწიოთ ხარისხსა და ფასს შორის კომპრომისის გაკეთება. ის ქართველ ფერმერებს ეფექტიან, სანდო და პრაქტიკულ გადაწყვეტას სთავაზობს. გვიხარია, რომ ბაზრის უკუკავშირი ძალიან პოზიტიურია და ინტერესი მაღალია. სამომავლოდ საქართველოში რეგიონული ქსელის განვითარებას, პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდას და მომხმარებლებისთვის ახალი მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას ვაპირებთ. საქართველოს ბანკი მრავალი წელია ჩვენი სანდო პარტნიორია. ბანკის მხარდაჭერით, კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა, მათ შორის გავხდით Solis-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში და ბაზარზე ინოვაციური ბრენდი - ID David შემოვიყვანეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და სამომავლოდ, ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერების მიმართულებით, კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ”, - განაცხადა მანუჩარ ჩიტაიშვილმა, აგროტექნოს აღმასრულებელმა დირექტორმა.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ბიზნესების განვითარებასთან ერთად, მომხმარებლებისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის. აგროტექნოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა სწორედ ამ ხედვაზეა დაფუძნებული. Weitai-ის შემოსვლა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, თანამედროვე, მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნიკაზე უფრო მარტივად ჰქონდეთ წვდომა. კომპანია სამომავლოდ საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას და წარმომადგენლობების გახსნას სომხეთსა და აზერბაიჯანში გეგმავს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)