|
2026-04-08 16:24:26, 7177 ნახვა
ეკონომიკა
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
ტექნოლოგიებითა და ინჟინერიით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით საქართველოში ყველაზე მასშტაბურ სასკოლო, გუნდურ შეჯიბრებას - STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში STEM მიმართულებების პოპულარიზაციას, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და გადადგან პირველი ნაბიჯები მომავლის პროფესიებში. საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაში მონაწილეობა უკვე 400-ზე მეტი სკოლის, 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. STEM ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე ონლაინ შესარჩევი ტური იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები წერენ ტესტს, საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები (მონაწილე გუნდების 50%) კი პირველ ტურში გადადიან. პირველი ტური დასწრებულად ტარდება, რომელშიც ონლაინ შესარჩევი ტურის შედეგების მიხედვით შერჩეული გუნდები მონაწილეობენ. თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 5 მოსწავლისგან, რომელთაგან სამი მოსწავლე წერს მათემატიკის, ორი კი ფიზიკის საოლიმპიადო ამოცანებს. ჯამურ შედეგებზე დაყრდნობით, ხდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე სკოლის გუნდის გამოვლენა და ისინი მონაწილეობას ფინალში იღებენ. ფინალურ ეტაპზე მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებაში ეჯიბრებიან და STEM პროექტზე მუშაობენ. ამასთან, ფინალურ ტურამდე მონაწილე გუნდებს 40 საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი უტარდებათ, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი უძღვება. აღსანიშნავია, რომ წელს STEM ოლიმპიადის ონლაინ შესარჩევ ტურში მონაწილეობა 160 სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 63 გუნდი პირველ ტურში გადავიდა. STEM ოლიმპიადის ნახევარფინალის ფარგლებში კი 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა. ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდს კი საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი პრიზი. ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე ოთხ წელზე მეტია STEM ოლიმპიადას ატარებს – პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)