|
2026-04-01 19:41:55, 5807 ნახვა
საზოგადოება
BOG-ის მხარდაჭერით, 4 აპრილიდან, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის გამოფენა Sintra’s Salt
Sintra’s Salt ასე ჰქვია ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის ფოტოგამოფენას, რომელიც დამთვალიერებელს პორტუგალიის სანაპიროზე დაბადებულ ისტორიებს უყვება. გამოფენას, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იმართება, Gallery Fotoatelier, 4 აპრილიდან უმასპინძლებს. პროექტის ავტორი ქართველი ფოტოგრაფი, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილია. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო და რეგიონულ გამოცემებში, როგორებიცაა: The Guardian, The Red Bulletin, National Geographic, At.ge, Tabula, Anabechdi, Hot Chocolate Magazine და სხვა. "სინტრას მარილი" ასახავს ადამიანის ინტერესების ცვლილების მარადიულ ციკლს, პორტუგალიის ოკეანის სანაპიროს და იქ მყოფ პერსონაჟებზე დაკვირვებას. ექსპოზიცია იწყება თამაშით, როგორც ყველა ადამიანის ცხოვრება. ბავშვები ეთამაშებიან და დასდევენ ჩრდილებს, ეფემერულ ობიექტებს, და მათთვის შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ამ ასაკში არ გაინტერესებს მოახერხებ თუ არა ჩიტის დაჭერას, მთავარია პროცესი, რომლის დროსაც სიამოვნებას იღებ და ცხოვრების მომავალი ეპიზოდისთვის იწვრთნები. ექსპოზიციის მეორე ნაწილი ასახავს ცხოვრების ციკლის მეორე ეპიზოდს, სადაც ცხოვრების ასპარეზზე შემოდიან ეპიზოდური პერსონაჟები, როგორც აუცილებელი ელემენტები, რომლებმაც შენი წილი დრო უნდა წაიღონ. ამ ეპიზოდში იწყებ სამყაროს სიდიადის გაცნობიერებას, რომელიც მხოლოდ ადამიანთან მიმართებაში იძენს მასშტაბს". - აღნიშნავს ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი. თბილისის შემდეგ ექსპოზიცია ლისაბონსა და სან პაულოში გადაინაცვლებს. გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)