|
2026-04-01 11:33:17, 6260 ნახვა
ეკონომიკა
ერთ თვეში საწვავი 15-დან 74 თეთრამდე გაძვირდა - ფასები
მარტის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თვის განმავლობაში ბენზინის ფასი 15-45 თეთრით, დიზელის კი 37-74 თეთრით გაიზარდა. - იუწყება "ბიემჯი" მსოფლიო ბაზარზე კი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარტში კომპანიებს ჯერ კიდევ ჰქონდათ 1-2-კვირიანი მარაგები, რამაც საწვავის ეტაპობრივად გააძვირა. თუმცა აპრილში, გლობალურ ბაზარზე ნავთობის კიდევ უფრო მეტად გაძვირების პირობებში, მიმდინარე თვეში ბენზინის და დიზელის საწვავი უფრო მეტად გაძვირდება. საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება. საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ზრდა 9 მარტიდან დაიწყო და თვის განმავლობაში 5-ჯერ შეიცვალა. ჯამში მარტის განმავლობაში ბენზინი 40-46 თეთრით, ხოლო დიზელი 74 თეთრით გაძვირდა. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის გაძვირება 7 მარტიდან იწყება და თვის განმავლობაში 6-ჯერ დაკორექტირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, ბოლო ერთი თვის ჭრილში საწვავი ტიპის მიხედვით 28-59 თეთრით გაძვირდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასის კორექტირება 11 მარტიდან ფიქსირდება და თვის განმავლობაში 3-ჯერ შეიცვალა. ჯამში ბენზინი 17-29 თეთრით, ხოლო დიზელი 37-51 თეთრით გაძვირდა. ამ ბრენდის სადგურებზე ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ბოლო თვის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც მნიშვნელოვნად 15-70 თეთრით გაძვირდა. Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)