|
2026-03-27 20:38:21, 3750 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან თანამშრომლობის დინამიკა განიხილა
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ივანიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეთ ედვარდ უორდს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს, ნათქვამია განცხადებაში. აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობით პირველ ადგილზეა, რაც ბრიტანული ბიზნესის ნდობას ქვეყნის ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს მიმართ აჩვენებს. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს გეგმებს, კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი როლი, როგორც რეგიონული სატრანზიტო ცენტრისა. ქვრივიშვილის თქმით, ქვეყანა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გზით აგრძელებს ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზრებსა და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ British Airways-ისა და easyJet-ის მიერ ფრენების დაწყებამ მოკლე დროში ორ ქვეყანას შორის მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ქართულმა მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა საზღვაო ტრანსპორტის სექტორში სანქციების აღსრულების მექანიზმებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს პორტებში ყველა პროცედურა სრულად შეესაბამება მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებსაც ქვეყანა მკაცრად იცავს.
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



