|
2016-03-31 16:03:58, 420 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი: მთავრობის პოზიციაა, დათვი თუ მოგერევა ბაბაია დაუძახეო
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთის საკითხთან მიმართებაში უნიათო და უუნაროა. ასე გამოეხმაურა მაჭავარიანი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ნატო-ში რუსეთის ელჩის ალექსანდრ გრუშკოს განცხადებას, რომლის თანახმადაც წარმოუდგენელია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების იმედი ჰქონდეს. მაჭავარიანის შეფასებით, ხელისუფლებას უუნაროს, რომ აღნიშნული საკითხები მოაგვაროს. „ეს არის ყოველდღიური საფრთხე, რომელიც სამწუხაროდ, ფაქტია, რომ არსებობს. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება არის აბსოლუტურად უნიათო და უუნარო, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს. ამიტომ ბედავს რუსეთი პირადაპირ და აცხადებს ამის შესახებ. გაიხსენეთ რა რეაქცია მოჰყვა კარასინი განცხადებას? არაფერი აბსოლუტურად . მათ თქვენს რომ არ აჰყვებიან პროვოკაციას და ამით დამთავრდა ყველაფერი. მას შემდეგ რაც მოხდა ჯარიაშენში საოკუპაციო გადმოწევა, თქვენ გაიგეთ, რომ პრემიერმა დაიწყო აქტიური მუშაობა ჩვენს მეგობარ მთავრობებთან, რომ ეს პროცესი აღკვეთოს და გააჩეროს. ჩვენი მთავრობის პოზიცია არის დათვი თუ მოგერევა ბაბაია დაუძახეო და უძახიან ბაბაიას“, -განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. ცნობისთვის, ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშენკომ ტელეკომპანია "როსია 24"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება "ევროპაში სიტუაციას ააფეთქებს და წარმოუდგენელი კრიზისის ზღვარზე დააყენებს". "წარმოუდგენელია სიტუაცია, რომ ამ ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანების იმედი ჰქონდეთ", - განაცხადა გრუშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)