|
2026-03-26 18:58:33, 2620 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი ისაია არ ადასტურებს, რომ კანდიდატურა მოხსნა
მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირი) სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა. მედიამ მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა და საერთოდ განიხილავს თუ არა თავის კანდიდატურას, რომ კენჭისყრაზე დადგეს. "ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არც არავის შეუთავაზებია კანდიდატი და არც არავის მოუხსნია. მგონი, გასაგებად გეუბნებით” - თქვა მიტროპოლიტმა.
ერთ-ერთი პირველი, ვინც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ კანდიდატურა მოხსნა, რასაც ის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ტელესახე, გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) იყო. გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მას ერთ-ერთმა სასულიერო პირმა უთხრა, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ თავის კანდიდატურა მოხსნა. „ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები. დიდი მადლობა მეუფეო, რომ თქვენ არსებობთ და ეს მაგალითი მიეცით ყველას, რა უნდა გააკეთოს სინოდის წევრებმა. ჩუმად გააკეთეთ, მაგრამ ძალიან მაგარი რამე გააკეთეთ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)