|
2026-03-25 16:58:21, 1161 ნახვა
პოლიტიკა
მოსამართლემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი ისევ დახურა
მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი დამსწრეებისთვისა და მედიისთვის ისევ არ გახსნა. დახურულ სხდომას მხოლოდ მხარეები და ბრალდებულები ესწრებიან. პროცესის გახსნის შუამდგომლობა სხდომაზე ბრალდებული პოლიტიკოსების ადვოკატებმა დააყენეს. თამარ მახარობლიძემ სასამართლო პროცესი 23 თებერვალს დახურა - მოსამართლემ თქვა, რომ დამსწრეები ემოციებს ვერ აკონტროლებდნენ. 8 ოპოზიციონერ პოლიტიკურ ლიდერს - მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებასა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავება.
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)