|
2026-03-24 14:15:35, 1830 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსი: ამას აღვიქვამთ სიგნალად, რომ დავნებდეთ - თუ ვინმეს ეს მოუწევს, ივანიშვილია
ოპოზიციური ალიანსი ერთობლივი ბრიფინგით გამოეხმაურა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერისთვის, ელენე ხოშტარიასთვის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საკანცელარიო მარკერით წარწერის - რუსული ოცნება გაკეთებისთვის 1 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯას. როგორც ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე თქვა, ამ გადაწყვეტილებით, "პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღად არის აღიარებული". გვარამიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნებისგან არის სიგნალი, რომ ოპოზიცია დანებდეს, თუმცა აქვს ის ამბობს, რომ ოპოზიცია არ დანებდება და - "ოპოზიციის დანებება არის სამშობლოს მარხდი და ამის ხარჯზე, არ აპირებენ ვინმესთვის, თუნდაც საკუთარი თავებისთვის, კომფორტის შექმნას". "საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ჩვენი კოალიციის და აწ უკვე ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერს ელენე ხოშტარიას დღეს წელიწადი და 6 თვე მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ივანიშვილმა. ისევე მიიღო გადაწყვეტილება დღეს გიორგი არევაძემ, როგორც დანაშაულის ჩადენაა შესაძლებელი ფლომასტრით, რითიც ბრალი დაედო ელენეს და მიესაჯა წელიწადი და 6 თვე. არ გეჩვენებათ, ფლომასტრით ჩადენილი დანაშაულისთვის - პირველად, საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ და შევჩერდები. სინამდვილეში, ცხადია, ეს მიზეზია, როგორც ფორმალური შემსრულებელია მოსამართლე არევაძე. ეს მას პასუხისმგებლობიდან ვერ იხსნის, მაგრამ მაინც. მთავარი, რისთვისაც ელენეს მიესაჯა, ეს არის ის თვისებები, რომელიც ყველა ქართველ პატრიოტს აქვს და რის გამოც ყველას შეიძლება დაედოს ბრალი, ბრჭყალებში ბრალი - ქვეყნის სიყვარულისთვის. იმისთვის, რომ არ თმობს, იმისთვის, რომ ციხეშიც, გარეთ და ნებისმიერ ვითარებაში არა მხოლოდ მიაჩნია, არამედ ხმამაღლა ამბობს, რომ რუსი მტერია და დიახ, დღეს ფასი აქვს არა გულში მღერას მხოლოდ, არამედ ხმამაღლა საუბარსაც. კი, ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უკვე მერამდენე სიგნალს, ქოცური ხელისუფლებიდან, სიგნალს იმისას, რომ დავნებდეთ და ყველაფერი ნორმალურად იქნება. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად, იმიტომ რომ არ დავნებდებით. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად ქოცებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი დანებება, ჩვენი ღრმა რწმენით, არის ჩვენი სამშობლოს მარცხი და ამის ხარჯზე არ ვაპირებთ ვინმესთვის, თუნდაც საკუთარი თავებისთვის, კომფორტის შექმნას. ეს ამად არ ღირს, ასე მიაჩნია ელენეს, ასე მიგვაჩნია ჩვენ, ასე მიაჩნიათ ქართველ პატრიოტებს, ვინც იბრძვის, მიუხედავად იმისა, ციხეშია თუ გარეთ, პოლიტიკოსია, თუ არა, საქართველოშია თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს ბროძლა არის ერთიანი, ეს ბრძოლა გვაერთიანებს ყველა პატრიოტს, ვინც ვიცით, რომ პასუხისმგებლები ვართ ქვეყნის ისტორიის წინაშე. მე პირდაპირ მინდა მივმართო ივანიშვილის ხელისუფლებას, კვლავ, ეს ვითარება არ შეიცვლება. დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა, ჩვენი გადარჩენის სანაცვლოდ ეს არ მოხდება და მეტიც, საერთოდაც არ მივიჩნევთ გადარჩენა-არ გადარჩენის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად ციხეში ვისხდებით თუ არა. ჩვენ ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად, მიგვაჩნია, ჩვენი სამშობლო გადარჩება თუ არა. ამიტომაც, ამის ხარჯზე, არავის არაფერზე არ დაველაპარაკებით. მხოლოდ ამის სასარგებლოდ გადავდგამთ ნაბიჯებს. ნებისმიერი სხვა ტექსტი, ნებისმიერი სხვა ტიპის მოწოდება, ნებისმიერი სხვა ტიპის გაუგებარი მორალური ორიენტირის მქონე საუბრები ჩვენთვის არის მიუღებელი და ვსაუბრობ ამ შემთხვევაში ალიანსის სახელით და ამას ადგილი არ ექნება, რაც არ უნდა მოხდეს. კი, ჩვენ გვყავს სხვა პოლიტიკური პატიმრები, ლიდერები მათ შორის, ნიკაც ციხეშია, ელენე პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია, მზიაც ციხეშია და ბევრი ქალი, ესეც არ არის ნაკლები მნიშვნელობის და ნაკლებად სიმბოლური, რასაც ღიად და ხაზგასმულად ქალების დაპატიმრებით აკეთებს რეჟიმი საქართველოს ისტორიაში პირველად. მე მინდა გავამხნევო ელენეს ოჯახი, მინდა გავამხნევო მისი ოთხი შვილი, მინდა გავამხნევო მისი ქმარი და ვუთხრა, რომ მათ ჰყავთ წარმოუდგენლად მაგარი შვილი, დედა, ცოლი. მაგრამ მინდა გავამხნევო პირველ რიგში მთელი პატრიოტული საქართველო - ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ლიდერი ქალი, ელენე ხოშტარია, რომელიც გამარჯვებული გამოვა საპატიმრო საკნიდან", - თქვა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)