|
2026-03-24 12:37:00, 2678 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კამპუსში - ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე - მიღება დაიწყო
თუ ტექნოლოგიების შესწავლა უფრო სიღრმისეულად გაინტერესებს, ან ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმას ფიქრობ - თიბისი კამპუსი სწორედ ის ადგილია, სადაც საკუთარ იდეებს რეალურ პროექტებად აქცევ და კარიერული განვითარების შემდეგ საფეხურზე გადახვალ. თიბისი კამპუსი ახალი საგანმანათლებლო ნაკადით ბრუნდება და 18-24 წლის ახალგაზრდებს ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. თიბისი კამპუსი მონაწილეებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას ონლაინ დაეუფლონ თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიებს, გაიღრმაონ ცოდნა, განივითარონ პრაქტიკული უნარები და შექმნან საკუთარი კარიერული გზა. კამპუსის წლევანდელი სიახლეა, რომ სასწავლო პროგრამა ოთხ დამოუკიდებელ მოდულს აერთიანებს, მათ შორისაა ახალი კურსი - ტექნოლოგიებისა და Data, რომელზეც რეგისტრაცია უკვე ღიაა და 1 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ტექნოლოგიები & Data-ს მოდულის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ, როგორ მუშაობს ტექნოლოგიური პროდუქტები და შეისწავლიან მონაცემთა დამუშავებას. გაეცანი კურსებს და შეარჩიე სასურველი:
თიბისი კამპუსის პროგრამის განსაკუთრებული უპირატესობა პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტაციაა. მონაწილეები იმუშავებენ რეალურ ამოცანებზე და პროფესიონალი ლექტორების მხარდაჭერით შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი და სხვა ინიციატივები - მიიღებ ცოდნას, შექმნი პირველ ციფრულ პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორიას თავად დაწერ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)