|
2026-03-24 11:49:29, 3601 ნახვა
ეკონომიკა
წელს საქართველო-EU-ს სავაჭრო ბრუნვა $722 მილიონამდე გაიზარდა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ჯამური წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 12.2% იყო, ხოლო იმპორტში 24%. შედარებისთვის, დსთ-ს ქვეყნებზე ექსპორტის 49.3% და იმპორტის 23.8% მოდიოდა. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ 722.3 მლნ შეადგინა, რაც 1.4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. წლის პირველ ორ თვეში ექსპორტმა 124.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 20%-იანი ზრდაა. TOP 5 საექსპორტო პროდუქტი ასეთია: თხილი და სხვა კაკალი - 24.5 მლნ დოლარი; იანვარ-თებერვალში ევროკავშირიდან იმპორტმა 597.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 2%-იანი კლებაა. TOP 5 საიმპორტო პროდუქტი კი შემდეგია: ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 97.1 მლნ დოლარი; აღსანიშნავია, რომ 10 წელზე მეტია, რაც ქართული საქონლისა და მომსახურებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, თუმცა ქვეყანა DCFTA-ს შესაძლებლობებს კვლავ არასაკმარისად იყენებს. DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა მაქსიმუმს, 776 მლნ დოლარს სწორედ გასულ წელს მიაღწია. ამასთან, თუ 2014 წელს ევროკავშირზე საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 22.4% მოდიოდა, 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 23% შეადგინა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)