|
2026-03-24 10:26:28, 2480 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები მოითხოვენ, დაიწყოს გამოძიება ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე
ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სამი წევრი: კშიშტოფ ბრეიზა, მიხალ შჩერბა და ანდჟეი ჰალიცკი მოითხოვენ საქართველოს შესახებ ანგარიშში შესწორებები შევიდეს. შესწორებაში, რომელსაც ფორმულა გაეცნო წერია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბრალდებებს, რომ პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიური აგენტი, სახელწოდებით კამიტი, შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო საქართველოში, საპროტესტო აქციებზე, კონკრეტული პირების წინააღმდეგ. ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ ეს დადასტურდება, ნებისმიერი ქიმიური აგენტის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმებისა და საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების მძიმე დარღვევას, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის პრინციპის. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა არ უნდა შეინარჩუნოს დუმილი მსგავსი ინფორმაციის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ეხება ქვეყანას, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური აგენტების გამოყენების ნებისმიერი დადასტურებული ფაქტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული და საჭიროებს ევროკავშირის მხრიდან მტკიცე და პროპორციულ რეაგირებას, მათ შორის პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდავი ზომების განხილვას.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)