|
2026-03-21 14:59:03, 4724 ნახვა
საზოგადოება
BMG: სებ-მა საინფორმაციო მომსახურებაზე იმედის თანამფლობელს 99 ათასი ლარის ხელშეკრულება გაუფორმა
BMG-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ტელეკომპანია "იმედის" ერთ-ერთი მფლობელის, ილია მიქელაიშვილის კომპანია გახდა. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა ახალი ამბების მომსახურებაზე 100 ათას ლარიანი ტენდერი 19 თებერვალს გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შ.პ.ს "პირველმა" მიიღო. აღნიშნულმა კომპანიამ ახალი ამბების მომსახურებაში ქვეყნის ცენტრალურ ბანკს 99 ათასი ლარი შესთავაზა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ეროვნული ბანკისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა 6 სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობითაც მოუწევს. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, სებ-ს ერთი წლის განმავლობაში თვეში 8250 ლარის გადახდა მოუწევს. შპს "პირველი" ვალდებულია უზრუნველყოს ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული ანონსებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მომზადება. ეს მოიცავს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტისა და ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომებს, პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს, პრეზენტაციებს, ასევე ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებს. მომზადებული მასალები სხვა საინფორმაციო სააგენტოებშიც უნდა გავრცელდეს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს "პირველის" ერთადერთი მესაკუთრე ილია მიქელაიშვილია, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიც არის. მიქელაიშვილის საკუთრებაშია ასევე შპს "პრაიმ მედია გლობალი", რომელიც ტელეიმედის 50%-იან წილს ფლობს.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)