|
2026-03-21 11:21:44, 2815 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ზენონი: გვჯერა, პატრიარქ ფილარეტის სულიერი მემკვიდრეობა კვლავ გამოიღებს კეთილ ნაყოფს
მეუფე ზენონი უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრეცელებს, სადაც მას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად მოიხსენიებს. "თქვენო უნეტარესობავ, მივიღეთ სამწუხარო ცნობა მისი უწმიდესობის, უწმიდესი ფილარეტის, კიევისა და სრულიად უკრაინის საპატიო პატრიარქის გარდაცვალების შესახებ. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და ღრმა მწუხარება. ამასთანავე, გულითადად გმადლობთ თქვენი უნეტარესობის მიერ გამოხატული თანაგრძნობისათვის, ნეტარხსენებული უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილიას გარდაცვალების გამო, რაც ჩვენთვის დიდ ნუგეშად იქცა ამ მძიმე დღეებში. უწმიდესი პატრიარქი ფილარეტი, ისევე როგორც უწმიდესი პატრიარქი ილია, განსაკუთრებული და ეპოქალური მოღვაწენი იყვნენ უკრაინისა და საქართველოს უახლეს ისტორიაში. მათ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნეს ეკლესიისა და ერის მსახურებას, და ეს ღვაწლი სამარადისოდ დარჩება ჩვენი და მომავალი თაობების სულიერ მეხსიერებაში. ამ დღეებში, როდესაც სრულიად საქართველო გლოვობს ნეტარხსენებული პატრიარქის, ილიას გარდაცვალებას, ჩვენი მწუხარება კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს თანადროული დანაკარგი გვაფიქრებს ღვთის განუსაზღვრელ სიბრძნესა და სიყვარულზე - "როდესაც მოიწია დროის სისრულე..." (გალ. 4, 4). და ეს ჟამის სისრულე, ეს დრო საქართველოსა და უკრაინისათვის დადგა ერთად. ეს არის ჩვენი რწმენის საიდუმლო, რომ მწუხარება გარდაიქმნება კურთხევად. ვესავთ ქრისტეს აღდგომის ნათელს, რომელშიც სიკვდილი აღარ არის დასასრული, არამედ მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა. გვჯერა, რომ პატრიარქ ფილარეტის სულიერი მემკვიდრეობა კვლავ გამოიღებს კეთილ და კურთხეულ ნაყოფს, ხოლო ეკლესიის ცხოვრება განუწყვეტლივ გაგრძელდება მისი მოღვაწეობის მემკვიდრეობით. ღმერთმა დალოცოს მისი უწმიდესობის, პატრიარქ ფილარეტის სული და დააწესოს იგი ადგილსა მას, სადაცა მართალნი განისვენებენ, ამინ! ზენონი მთავარეპისკოპოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირისა." - წერს მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში უკრაინის საპატიო პატრიარქის, ფილარეტის გარდაცვალების შესახებ.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)