|
2026-03-20 11:00:49, 1979 ნახვა
საზოგადოება
რატომ არ აღავლენს მსოფლიო პატრიარქი მსახურებას ილია II-ის დაკრძალვაზე
პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოში ჩამოვა, მაგრამ მსახურებას არ აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ხუთშაბათ საღამოს რადიო თავისუფლებას კითხვაზე პასუხად მისწერა: „არ ყოფილა დაგეგმილი [ბართლომეოსის მსახურება]. ეს ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლისგან არ გავრცელებულა და იმთავითვე არაზუსტი იყო“. როგორც ტაბულა 18 მარტს წყაროებზე დაყრდნობით წერდა: "მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი რუსული დელეგაციებისთვის პრობლემაა. მოსკოვმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ცალმხრივად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლთან, შესაბამისად, წირვაზე მასთან ერთად ვერ დადგება (ჩამოსვლის მიუხედავად)". როგორც გამოცემა წერს, მსოფლიო პატრიარქისთვის ლიტურგიის გაძღოლის არშეთავაზების შესაძლო მიზეზი სწორედ რუსეთის ეკლესიისთვის შექმნილი უხერხულობის თავიდან არიდება იყოს. ამასთან, საპატრიარქოს, შესაძლოა, არ სურდეს წირვაზე მსოფლიო პატრიარქმა მოიხსენიოს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე, რომელსაც ავტოკეფალიის ტომოსი შვიდი წლის წინ უბოძა და ამდენივე წელია საქართველოს საპატრიარქო მას გულდასმით კუთხულობს.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)