|
2026-03-19 11:22:04, 2938 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი ირანს სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს აფეთქებით ემუქრება, თუ ირანი ისევ დაარტყამს კატარს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაფერი იცოდა ისრაელის განზრახვაზე, დაებომბა ირანის სამხრეთ ფარსის გაზის საბადო. ეს განცხადება მან Truth Social-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ირანში, სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა. "ისრაელი, ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენების გამო გაბრაზების გამო, სასტიკად დაესხა თავს ირანში მდებარე სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სახელით ცნობილ მსხვილ ობიექტს. შედარებით მცირე ნაწილი დაზარალდა", - დაწერა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპის მტკიცებით, აშშ-მა არაფერი იცოდა ამ კონკრეტული თავდასხმის შესახებ, კატარიც არანაირად არ იყო ჩართული მასში და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მოხდებოდა. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი თავს აღარ დაესხმება "უკიდურესად მნიშვნელოვან და ძვირფას" სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს, მაგრამ თუ ირანი ისევ გადაწყვეტს უდანაშაულო კატარზე შეტევას, აშშ საბადოს ააფეთქებს. 18 მარტს, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანში დაბომბა სამხრეთ ფარსის უმსხვილესი გაზის საბადოს ინფრასტრუქტურა, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მორიგი იერიში მიიტანეს ნავთობისა და გაზის ობიექტებზე.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)