|
2016-03-31 13:21:19, 427 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩემმა ხალხმა ნათლად აირჩია საკუთარი გზა, ღირებულებები და ხედვა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა. „წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. მე გადავწყვიტე, რომ ამ პერიოდისათვის მეწოდებინა გზა - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. ერთია - გათავისუფლდე ვიღაცისაგან, მეორეა - მიაღწიო რეალურ თავისუფლებას, მიაღწიო საზოგადოების თავისუფლებას, ისეთ თავისუფლებას, რომლითაც დღეს აშშ-ში სარგებლობენ, მიუხედავად შიდაპოლიტიკური მღელვარებისა. მას შემდეგ კი რაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენი მიზანია თავისუფალება. საქართველოსათვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს წინაშეა საპარლამენტო არჩევნები, რეგიონში მზარდი საფრთხეები და რთული ვითარება. ჩვენ ვხედავთ საშინელ ტერორისტულ აქტებს პარიზში, ბრიუსელში, თურქეთსა და მსოფლიოს სხვადასხვაქვეყნებში. ვხედავთ თუ რა გამოწვევებია კაცობრიობის წინაშე. ეს გამოწვევები იმ სახელმწიფოების წინაშეცაა, რომლებიც ყველაზე დაცულად ითვლებიან და გაწევრიანებულნი არიან უსაფრთხოების თვალსაზრისით ძლიერ ალიანსებში. ვართ თუ არა მზად თვალი გავუსწოროთ რეალობას - რომ ნატოსა და მისი სახელმწიფოების უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული სხვა სახელმწიფოთა უსაფრთხოების გარეშე, ისეთების როგორიცაა საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები. ჩემმა ხალხმა ნათლად აირჩია საკუთარი გზა, ღირებულებები და ხედვა, რომელიც ევროატლანტიკურ და ევროპულ პრინციპებს უკავშირდება. ჩვენ ვიყავით ამ ღირებულებების ერთგულები და 25 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ბევრი გავაკეთეთ, რათა რეალურად გვეჩვენებინა ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ საქართველოს შეუქცევადი სწრაფვა. ამ მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. ამ ეტაპზე, რის გაკეთებასაც ვცდილობთ არის ის, რომ მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს ვაჩვენოთ, რომ მრავალი საკითხის გადაწყვეტა საქართველოს, ევროპასა და ამერიკას შორის მჭიდრო პარტნიორობასა და თანამშრომლობაშია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტის დეიმონ ვილსონის განცხადებით, ატლანტიკურ საბჭოს ძლიერი ხედვა აქვს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. „ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში"-აღნიშნა ვილსონმა.
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
112-ში ზარები შეფერხებით შედის - გამოქვეყნდა ალტერნატიული საკონტაქტო ნომრები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)