21:38 - 31 Oct, 2026
|
2026-03-15 21:04:34, 4628 ნახვა
პოლიტიკა
პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეების კარვები აიღო
პოლიციამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტების კარვები აიღო და ნაგვის მანქანებში ჩატვირთა. შედეგად, ადგილზე მყოფი დაახლოებით 15 აქტივისტი ღამით წვიმაში, ღია ცის ქვეშ დარჩა. სამართალდამცავებმა აღნიშნული ქმედება ტერიტორიის გაწმენდითა და პროტესტის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფით ახსნეს. დემონსტრანტების თქმით, კარვების აღების დროს მათ უთხრეს, რომ ნივთები დროებით დაასაწყობებდნენ და მოგვიანებით უკან დააბრუნებდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კარვებთან ერთად წაღებულია მათი პირადი ნივთებიც. მათ შორის არის დემონსტრანტი დარეჯან ცხვიტარია, რომლის კარავიც, მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ აიღეს. იგი ამბობს, რომ ნივთების დაბრუნებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)