|
2016-03-30 16:32:23, 366 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ფილიპ ჰემონდის ვიზიტს ჩვენი ქვეყნისადმი მკაფიო მხარდაჭერად განვიხილავთ
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს საქართველოში და მას გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი მკაფიო მხარდაჭერად განვიხილავთ“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰემონდს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე. პრემიერი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მდივნის საქართველოში სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობასა და საქართველოში მეტი ბრიტანული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე, ასევე სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ სავაჭრო ბრუნვა, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, 2016 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა და 21.85 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ 2015 წლის მონაცემით, გაერთიანებული სამეფო სიდიდით მეორე ინვესტორია საქართველოში, რაც საქართველოს, როგორც გაერთიანებული სამეფოსთვის სანდო პარტნიორის იმიჯზე მეტყველებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნატო-ს ვარშავის სამიტის სამზადისზე. შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. გიორგი კვირიკაშვილმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და პირადად ფილიპ ჰემონდს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)