23:10 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 14:05:07, 860 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ დანელია კატარული სახელმწიფო კომპანიის „ასად ფუდი“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს სოფლის მერნეობის მინისტრი ოთარ დანელია, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარული სახელმწიფო კომპანიის „ასად ფუდი“ აღმასრულებელ დირექტორს, ხალიდ მობარაქ ალ დელაიმს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ასად ფუდი“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით მსხვილ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს.  

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკასა და ქვეყნის პოტენციალზე ისაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება აგრარული მიმართულებით საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისა  და ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობებზე გაამახვილა. მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე კატარულმა მხარემ ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი დააყენა და ქართული მხარის დაინტერესების შემთხვევაში მზადყოფნა გამოთქვა ინვესტიციები სოფლის მეურნეობის მიმართულებით განახორციელოს.

შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ- მიქაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics