|
2026-02-23 12:45:11, 3329 ნახვა
ეკონომიკა
გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“
თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ და თიბისი კონცეპტის გალერეა გიწვევთ გამოფენაზე „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“. გამოფენა ქალაქის გეოლოგიის სიღრმისეულ და კრიტიკულ რეპრეზენტაციას სამგანზომილებიანი ხელნაკეთი მოდელების საშუალებით ახდენს. გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა, გასულ წელს „უბნის“ ორგანიზებით და იტალიელი არქიტექტორის და თეორეტიკოსის რენატო რიცის ხელმძღვანელობით ჩატარებული სემინარის დროს შექმნილ, ხელნაკეთ ნამუშევრებს - თბილისის ორთოგონალური მოდელი და მეტეხის კლდის მოდელი გაზრდილი სიმაღლეებით, სილიკონის ნეგატივები, ფოტოები და ორი პანელი, რომელთაგან ერთზე თბილისის იზომეტრიული გამოსახულებები, მეორეზე კი – ნინო ხარატიშვილის წიგნის L‘Ottava Vita (per Brilka)-ს ფრაგმენტებია ნაჩვენები. პანელების ამგვარი დაწყვილება პროექტის გამაერთიანებელ თემას - ერთი და იმავე ისტორიული და გეოლოგიური ლანდშაფტიდან აღმოცენებულ არქიტექტურასა და ლიტერატურას შორის არსებულ დიალოგს უკავშირდება. ლანდშაფტის მოდელების შექმნის სემინარი 2025 წლის სექტემბერში თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის „უბანი“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. სემინარს რენატო რიცისთან ერთად მისი ასისტენტები – სუზანა პიშიელა, ჯორჯია ანტონიოლი და დავით ბროდსკი ხელმძღვანელობდნენ, სადაც ასამდე ადგილობრივმა თუ უცხოელმა სტუდენტმა და ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა. თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მისიაა თავი მოუყაროს და წარადგინოს ცოდნა თბილისის ლანდშაფტის, არქიტექტურისა და ურბანული გარემოს შესახებ. რენატო რიცი იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი, ვენეციის IUAV უნივერსიტეტში არქიტექტურული დიზაინის სრული პროფესორი და რომის წმინდა ლუკას ეროვნული აკადემიის წევრია. 2018 წელს მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო. გამოფენის პარტნიორები არიან: იტალიის საელჩო საქართველოში, კინოს სახლი, გრავიტა, იბის ბაჯეთ თბილისის ცენტრი, ვენეციის IUAV უნივერსიტეტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა. განსაკუთრებული მადლობა Marsilio Editori-ს (იტალიური გამომცემლობა), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლას, ჯესი ვოგლერსა და მალხაზ ლეკვეიშვილს.
გამოფენის ფარგლებში 28 თებერვალს 19:00 საათზე ჩატარდება რენატო რიცის ლექცია. დასწრებისთვის, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://www.conceptevents.ge/ გამოფენის გახსნა: შაბათი, 28 თებერვალი, 17:00 საათი. გამოფენას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე (მარჯანიშვილის 7) 24 აპრილამდე უმასპინძლებს. თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი კონცეპტის გალერეა კი ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. პროექტი „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“ სწორედ იმ ინიციატივებს განეკუთვნება, რომლებიც ქალაქის კულტურულ და ინტელექტუალურ ცხოვრებას ახალ მნიშვნელობას სძენს და ახალგაზრდა პროფესიონალებს საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)