|
2026-02-23 12:41:37, 3820 ნახვა
ეკონომიკა
Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა - 2026 წელი სავალუტო შემოდინებების პოზიტიური დინამიკით დაიწყო
გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ კარგი სავალუტო შემოდინებებით დაიწყო, რაც ლარის გაცვლით კურსზე და ეკონომიკურ აქტივობაზე დადებით გავლენას ახდენს. ფულადი გზავნილები: პოზიტიური დინამიკა იანვარში 2026 წლის იანვარში ფულადი გზავნილები წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და $282.6 მლნ შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითადი დონორი ქვეყნიდან. გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2026 წელს ფულადი გზავნილები $3.8 მლრდ-ს მიაღწევს, რაც $200 მლნ-ით ზრდაა 2025 წლის ფაქტიურ მაჩვენებელთან შედარებით. საგარეო ვაჭრობა: 2026 წელი ექსპორტის მაღალი ზრდით დაიწყო 2026 წლის იანვარში ექსპორტის მკვეთრი ზრდის და იმპორტი შემცირების შედეგად, სავაჭრო დეფიციტი საგრძნობლად შემცირდა. იანვარში, ექსპორტმა $480 მლნ შეადგინა, იმპორტმა – $1.1 მლრდ, ხოლო სავაჭრო დეფიციტი $649 მლნ იყო. ამასთან, ექსპორტის გეოგრაფიულ სტრუქტურაში აღსანიშნავია ევროკავშირის მიმართულება, რომელზეც ექსპორტის 16.1% მოდიოდა და სადაც ექსპორტი წლიურად 45.4%-ით გაიზარდა. დსთ-ის ქვეყნებზე ექსპორტის 46.7% მოდიოდა, თუმცა ამ მიმართულებით 13.4%-იანი წლიური კლება აღინიშნა. სხვა ქვეყნებში ექსპორტმა მთლიანი მოცულობის 37.2% შეადგინა, რაც წლიურად თითქმის გაორმაგებულ დონეს წარმოადგენს.
უმუშევრობა: 2025 წელს უმუშევრობა 13.9%-ზე შენარჩუნდა 2025 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3% შეადგინა. შედეგად, 2025 წელს უმუშევრობის დონემ 13.9% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით უცვლელია. ფულადი ბაზარი: ძლიერი მოთხოვნა ნარჩუნდება 2026 წლის 17 თებერვალს ფინანსთა სამინისტრომ გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების ერთი აუქციონი ჩაატარა. მოთხოვნა შეთავაზებას 4.4-ჯერ აღემატებოდა, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.252 პროცენტული პუნქტით შემცირდა. გალტ & თაგარტის კვირის ეკონომიკურ მიმოხილვას სრულად გაეცანით აქ.
კრიმინალური დაჯგუფება სისტემატურად ძალავდა ბიზნესმენს ფულს, უარის შემთხვევაში ბიზნესის რეკეტით და ჯანმრთელობის განადგურებით ემუქრებოდნენ
„SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიციას ახდენდნენ საცხოვრებელ სახლში
პენტაგონი: ირანში კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 19-მდე გაიზარდა
თვეების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, ტრამპმა დანიასთან და გრენლანდიასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)