|
2026-02-19 23:03:49, 2378 ნახვა
სამართალი
ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ ამავე საქმეზე ბრალდებულ ოთარ ფარცხალაძეს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხელს. "სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ექვსივე ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა, ელისო კილაძე და გიორგი მიქაძე არ არიან მიმალულები და, შესაბამისად, ისინი განთავსდებიან პენიტენციურ დაწესებულებაში" | თქვა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ჟურნალისტთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი გენ.პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. პროკურატურის ვერსიით, კილაძე ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან მსგავსი რისკის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა. ქრონიკა პლუსის დამფუძნებელი ბრალს არ აღიარებს, იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში ის წერს, რომ „არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში ქოლ-ცენტრების არსებობა იცოდა“.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)