|
2026-01-29 12:17:02, 1389 ნახვა
ეკონომიკა
დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 2 506 978 300 ლარს შეადგენს
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში 2 506 978 300 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში შედის, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს კიდევ 296 420 100 ლარი ემატება. „წელს დედაქალაქს აქვს უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, თუმცა თავიდანვე ვთქვით, რომ ბიუჯეტის მოცულობა კვლავ გაიზრდებოდა. მიმდინარე თვეს უკვე განხორციელდა ცვლილება თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში და დედაქალაქის 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს დაემატა გასული წლის ნაშთი - 17 მლნ ლარი. ამჯერად, კიდევ ერთი ცვლილება შედის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში. კერძოდ, 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული გარდამავალი ნაშთისა და 2025 წელს შემოსულობებების გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების - 273 860 100 ლარის გამოყენებისა და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით. აღნიშნული ცვლილების თანახმად, გრანტების ნაწილში, სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იზრდება 22 560 000 ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 296 420 100 ლარით და სულ შეადგენს 2 506 978 300 ლარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, ასიგნებები გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა - 68 292 800 ლარი; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 123 719 200 ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 15 742 500 ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 349 000 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 6 411 300 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 7 847 700 ლარი; განათლება - 51 209 800 ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 18 182 400 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 3 361 500 ლარი; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 1 303 900 ლარი. დედაქალაქის მერის თქმით, გაგრძელდება დაწყებული პროექტები, მათ შორის ისტორიულ არეალებში - სულხან საბასა და ინგოროყვას ქუჩების სრული რეაბილიტაცია და იქ არსებული შენობა-ნაგებობის განახლება.
„წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზაცია - 18 მლნ ლარი; დაიწყება ნაძალადევის დეპოს რეაბილიტაცია - 5 მლნ ლარი; 4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობ/რეაბილიტაცია - 11,4 მლნ ლარი; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვა - 10 მლნ ლარი; მთაწმინდის რაიონში ძმები კაკაბაძეების ქუჩის რეაბილიტაცია - 4 მლნ ლარი; ფილტვის სკრინინგი - 3 მლნ ლარი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი და თითოეული თბილისელის თანადგომა ამჯერადაც დაგვჭირდება. მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თან სდევს გარკვეული დისკომფორტი, თუმცა ეს ყველაფერი ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის კეთდება. ჩვენი გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობასა და ქალაქისთვის საუკეთესო პროექტების განხორციელებას განაგრძობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)