|
2026-01-26 10:35:59, 1527 ნახვა
სამართალი
პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. გივი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჯერ პარლამენტის წევრი (2004-08 წლებში), შემდეგ კი პარლამენტის წევრი და ამავე დროს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო (2008-12 წლებში). „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც პარლამენტარი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ (2012-16 წლებში). 2017 წელს ენმ-სგან გამოყოფილ „ევროპულ საქართველოში“ გაერთიანდა, ეს პარტია კი 2021 წელს დატოვა, - დავით ბაქრაძისა და გივი უგულავას პარტიიდან წასვლიდან მალევე.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)