|
2026-01-22 12:03:43, 1462 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ,,კოკაინი“, ,,ჰეროინი“, „ალფა პვპ“, ,,ბუპრენორფინი“, ,,მეთადონი“, „მორფინი“, „მდმა“ და გამომშრალი ,,მარიხუანა“ - ნივთმტკიცებად ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქვე შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად, 2025 წლის ბოლო 7 თვის გამავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულისთვის, საქართველოს მასშტაბით, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას!
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)