|
2026-01-12 20:12:11, 8094 ნახვა
ლოყააწითლებული დგებუაძე რეჟიმის შს მინისტრმა ახალ თანამდებობაზე დანიშნა
პოლიციელი ირაკლი დგებუაძე, რომელიც მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტია, ამჟამად შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს. სამმართველო, რომლის უფროსადაც დგებუაძე მუშაობს, იძიებს და ებრძვის არა კერძო პირებს შორის მომხდარ კონფლიქტებს და უკანონობებს, არამედ სისტემურ დანაშაულს, რომელსაც აქვს სტრუქტურა, ფინანსური რესურსი და დანაშაულებრივი მიზანი. მათ შორის:
ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნობილი პირია „მზია ამაღლობელის საქმეში“ – ბათუმის პოლიციის იმდროინდელი უფროსის თქმით, სილის გაწვნის შედეგად მას ლოყა გაუწითლდა და ტკივილი განიცადა. „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების დროს ირაკლი დგებუაძე აგინებს და ემუქრება. მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. პოლიციის უფროსის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა პროკურატურამ არ გამოიძია. ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა. ბათუმიდან წასული დგებუაძე თავდაპირველად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე დანიშნეს, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ თანამდებობაზე ცოტა ხნით იმუშავა და მალევე გახდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)