|
2026-01-12 19:45:41, 5864 ნახვა
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების არაბული ვოიაჟი- კობახიძე შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის არაბებს აძლევს?
ივანიშვილის რეჟიმის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს, აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის მნიშვნელობას და ამ კუთხით თბილისის მშრალი პორტის პროექტის როლს, რომელიც აბუ დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით განხორციელდა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის, მათ შორის სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში. აღინიშნა, რომ წარმატებული პარტნიორობის მაგალითია თბილისის მშრალი პორტი, რომელმაც ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო და შუა დერეფნის საშუალებით დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე მშრალი პორტების ქსელის გამოყენებით აკავშირებს. აბუ დაბის პორტების ჯგუფი თბილისის მშრალი პორტის 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორია, რომელიც ახალ ლოგისტიკურ ცენტრს მართავს. კომპანიამ თბილისის მშრალი პორტის პროექტში ამ ეტაპისთვის 16 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რომლის მოცულობა პროექტის განვითარებასთან ერთად გაიზრდება. აბუ დაბის პორტების ჯგუფი საზღვაო და ლოგისტიკურ სფეროში უმსხვილესი მოთამაშეა, რომელიც მსოფლიო კლასის პორტებს, ლოგისტიკურ ცენტრებს და ინდუსტრიულ ზონებს მართავს. კომპანია ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ოპერირებს და 6 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება და აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. როგორც მინისტრმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე უმსხვილეს ინვესტორებთან. „ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენი ინტერესია, გაღრმავდეს არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, დამატებით მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ მნიშვნელოვან დარგს, მათ შორის, სატრანსპორტო მიმართულებას, ლოგისტიკას, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, დეველოპერულ სექტორს. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ჩვენს ქვეყანაში ხელშესახები შედეგებით დავბრუნდებით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. ამასთან აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის ფარგლებში ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა. შეხვედრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს. საუბარი ასევე შეეხო ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და შუა დერეფნის მნიშვნელობას.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)