|
2025-12-19 12:38:54, 10006 ნახვა
ეკონომიკა
"ვოლვო ქარ საქართველო" მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
ელექტრომობილების პოპულარობა საქართველოში სტაბილურად იზრდება. ეკოლოგიური უპირატესობები, საწვავისა და მომსახურების დაბალი ხარჯები მიმზიდველი ფაქტორებია, თუმცა მომხმარებლებს ხშირად აღელვებთ ის ფაქტორი, რომ ელექტრიფიცირებული მოდელების ღირებულება უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ „ვოლვო ქარ საქართველომ“ გადაწყვიტა, ელექტრომობილების მყიდველებს ხელშეკრულებით ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება შესთავაზოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომფლობელებს წინასწარ ეცოდინებათ, რა ფასად ჩაიბარებს კომპანია ავტომობილს 1, 2 ან 3 წლის შემდეგ, თრეიდ-ინის შემთხვევაში. თანხა წინასწარ ფიქსირდება და პრაქტიკულად გათანაბრებულია შიგაწვისძრავიანი მოდელების ღირებულებასთან.
თორნიკე იკაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი: „ჩვენი შეთავაზება მომხმარებელს შეძენის დღიდანვე აწვდის ინფორმაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებასთან დაკავშირებით. ამ გზით მათ ზუსტად ეცოდინებათ, რომ შეძენილი ელექტრომობილის ღირებულება მნიშვნელოვნად არ შემცირდება და მომდევნო წლებში, „ვოლვოს“ ელექტრო ავტომობილების ჩანაცვლების შემთხვევაში, შიგაწვისძრავიან მოდელებთან გათანაბრებული იქნება. ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებელთა ნდობას ელექტრომობილების მიმართ, ხელს უწყობს ლოიალობის ზრდას და არჩევანს უფრო უსაფრთხო ინვესტიციად აქცევს. რაც, საბოლოო ჯამში, ელექტრომობილის შეძენას მეტად კომფორტულსა და ფინანსურად პროგნოზირებადს ხდის“. შეთავაზება „ვოლვოს“ ყველა ელექტრულ ავტომობილზე ვრცელდება და მოქმედებს მხოლოდ „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ თრეიდ-ინის განხორციელებისას - როდესაც მომხმარებელს შვედური ბრენდის ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება სურს.
ელექტრომობილების ინდუსტრია დღეს მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა - მუდმივად მცირდება დატენის დრო, იზრდება ერთი დამუხტვით გავლილი მანძილი, იხვეწება უსაფრთხოებისა და ენერგომოხმარების სისტემები. ბაზარზე ახალი, უფრო თანამედროვე მოდელების გამოჩენა კი ბუნებრივად ამცირებს წინა თაობების საბაზრო ღირებულებას, უფრო მკვეთრად, ვიდრე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების შემთხვევაში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი უკვე შედარებით შენელებულია, ფასი კი იმდენად სწრაფად აღარ მცირდება. „ვოლვო ქარ საქართველომ“ ამ ტენდენციას ინოვაციური შეთავაზებით უპასუხა, რათა ელექტრომობილების შეძენა კიდევ უფრო მარტივი, მიმზიდველი და ფინანსურად სტაბილური გახდეს. პროგრამა წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება და მიზნად ისახავს მაქსიმალური კომფორტის შექმნას ელექტრომობილების მზარდ ბაზარზე. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)