|
2025-12-09 16:49:25, 10265 ნახვა
ეკონომიკა
WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
პროფესიული განათლების გაძლიერება და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა - WorldSkills საქართველო 2025-ის ფარგლებში, „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში ავტომობილის ტექნოლოგიების მიმართულებით პირველი ეროვნული კონკურსი ჩატარდა. კონკურსი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობისა და პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, ასევე კერძო სექტორის ჩართულობით გაიმართა. კონკურსი „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა აკადემიას“ ბაზაზე მოეწყო და მასში 21 წლამდე ასაკის ავტომოყვარულები მონაწილეობდნენ, რომლებიც საჭირო პროფესიულ უნარებს ფლობდნენ. პროფესიული და უმაღლესი განათლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ინდუსტრიაში დასაქმებულები და ინდივიდუალური მონაწილეები რეალურ სამუშაო გარემოში, „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალური ფილიალის სერვისცენტრში, პრაქტიკულ დავალებებს ასრულებდნენ - მათ ავტომობილებზე კონკრეტული დაზიანებები უნდა აღმოეჩინათ და გამოესწორებინათ. კონკურსისთვის საჭირო რესურსი სრულად „თეგეტა მოტორსმა“ უზრუნველყო, მათ შორის, დანადგარები, ინსტრუმენტები, სამუშაო მასალები, კონკურსის შინაარსობრივი მხარე და ექსპერტის ჩართულობა.
გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიას“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა აკადემია“ საავტომობილო ინდუსტრიისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერია. ჩვენთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. მსგავსი კონკურსები ახალგაზრდებისთვის ძლიერი მოტივაციაა, ხოლო ინდუსტრიისთვის - ტალანტების აღმოჩენის ეფექტიანი გზა. პროფესიის პოპულარიზაცია გრძელვადიან პერსპექტივაში კადრების დეფიციტის შემცირებასა და საავტომობილი სფეროს კიდევ უფრო განვითარებაზე აისახება. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ახალგაზრდებს საავტომობილო ტექნოლოგიების მიმართულებით საკუთარი პოტენციალის წარმოჩენის შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე ეძლევათ, რაც ამ პროფესიას, ცხადია, კიდევ უფრო პრესტიჟულს ხდის“.
WorldSkills საქართველოს 2025 წლის ეროვნული კონკურსი ექვს პროფესიულ მიმართულებას მოიცავდა: ვებტექნოლოგიებს, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოებს, მოდის ტექნოლოგიას, კონდიტერიას, თმის მომსახურებას და წელს პირველად უკვე საავტომობილო ტექნოლოგიებსაც. კახა ხანდოლიშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „პროფესიული განათლების განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს და საშუალებას იძლევა, პროფესიული განათლება მეტად პრაქტიკული და რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებული გახდეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლიდან საქართველო WorldSkills-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რამაც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობითა და ფინანსური კონტრიბუციით შესაძლებელი გახადა კონკურსის მასშტაბის გაზრდა და ახალი საკონკურსო მიმართულებების დამატება. ეს ყველაფერი ზრდის სხვადასხვა პროფესიის წარმოჩენის შესაძლებლობას, ახალგაზრდებს უჩენს ხარისხიანი პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და დასაქმების რეალურ პერსპექტივებს. კონკურსის თითოეული მიმართულების პრიზიორებს შანსი ეძლევათ, საქართველო 2026 წლის 22-26 სექტემბერს შანხაიში დაგეგმილ WorldSkills-ის საერთაშორისო ჩემპიონატზე წარადგინონ“. WorldSkills International პროფესიული უნარების მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული კონკურსია. ის 85-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და ორ წელიწადში ერთხელ იმართება. WorldSkills International-ის მისიაა, ხელი შეუწყოს პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას მსოფლიო მასშტაბით. საქართველო WorldSkills-ს 2012 წელს შეუერთდა და დღეს უკვე მისი სრულუფლებიანი წევრია. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)