|
2025-12-04 09:34:09, 1791 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ვიტკოფსა და პუტინს შორის მოლაპარაკებები „ძალიან კარგად“ წარიმართა, თუმცა მან არ იცის, „რას აკეთებს კრემლი“.
AP-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართა პუტინისა და ვიტკოფის მოლაპარაკებები კრემლში. მან თქვა, რომ მათ „საკმაოდ კარგი შეხვედრა“ ჰქონდათ, თუმცა ვერ იტყვის, „რა გამოვა აქედან“, რადგან არ იცის, „რას აკეთებს კრემლი“. მან დასძინა, რომ უკრაინისთვის მშვიდობის პირობები ახლა უარესია, ვიდრე მიმდინარე წლის თებერვალში იყო, როდესაც ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის დროს კიევის „კოზირების“ ნაკლებობაზე ისაუბრა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ ვიტკოფს და კუშნერს შთაბეჭდილება ჰქონდათ, რომ პუტინს „ომის დასრულება სურს“ და „მოლაპარაკება სურს“. რეპორტიორებისადმი ორწუთიან პასუხში ტრამპმა სამჯერ ახსენა, რომ ბაიდენის ნაცვლად პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა და უკრაინას „მთელი თავისი ტერიტორია“ ექნებოდა. AP განმარტავს, რომ ვიტკოფი და კუშნერი დღეს მაიამიში უკრაინელ მომლაპარაკებელ რუსტემ უმეროვს შეხვდებიან. 2 დეკემბრის საღამოს კრემლში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. არცერთ მხარეს არ გაუვრცელებია დეტალები შეხვედრის შედეგების შესახებ. შეხვედრის დასრულებისთანავე, RDIF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა შეხვედრა „პროდუქტიულად“ შეაფასა. მეორე დღეს პესკოვმა განაცხადა, რომ განცხადება, რომ პუტინმა „უარყო ტრამპის სამშვიდობო გეგმა“, არასწორი იყო.
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)