|
2025-11-28 16:57:20, 4583 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წელი ტრადიციულად ერთობლივი ღონისძიებით შეაჯამეს. თიბისის მულტიფუნქციურ სივრცეში პარტნიორებისთვის გამართულ კონფერენციაზე 2026 წლის ეკონომიკურ მოლოდინებსა და გამოწვევებზეც იმსჯელეს. სავაჭრო რეჟიმების ცვლილებები, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მცდელობები - ის ფაქტორებია, რომლებიც დღეს გლობალურ ეკონომიკას განსაზღვრავს, კერძო სექტორს კი მკვეთრი ცვლილებებისკენ უბიძგებს. “როგორც თიბისისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მმართველი გუნდის წევრი, მოხარული ვარ, რომ უკვე მეოთხედ ვმასპინძლობთ ერთობლივ ღონისძიებას, რომელსაც AmCham-ის წევრები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებს სანდო და დროული ინფორმაცია პირველებმა მივაწოდოთ. მსგავსი ღონისძიებებით ბიზნესს საშუალებას ვაძლევთ, დაინახოს ფართო სურათი; გააანალიზოს გამოწვევები და შესაძლებლობები; და რაც მთავარია, დაიწყოს ადაპტაცია ახალ რეალობასთან”,- გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. „მსოფლიო ეკონომიკის განვითარება დღეს საკმაოდ რთული დინამიკით გამოირჩევა და მოხარული ვარ, რომ ჩვენ - ამერიკის სავაჭრო პალატამ და თიბისიმ - ერთად ჩამოვაყალიბეთ მოქნილი ქვე-პლატფორმა, სადაც კერძო სექტორი იღებს ყველაზე ობიექტურ, ხარისხიან და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც შემდგომში მათ ეხმარებათ, იყვნენ გრძელვადიანად კონკურენტუნარიანები, ეფექტიანად მართონ რისკები და მოერგონ ცვლილებებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი, რათქმაუნდა, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას ემსახურება“,- ირაკლი ბაიდაშვილი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)